"ადგილობრივი აგენტურა თავიანთ პატრონებს ეხვეწებოდა, რომ რამენაირად დახმარებოდნენ საქართველოში სიტუაციის ასარევად და მათ ზელენსკის მიერ დაწესებული სასაცილო სანქციები გადმოუგდეს" - ნინო წილოსანი

Primetime.ge 1 თვე წინ 14
"ადგილობრივი აგენტურა თავიანთ პატრონებს ეხვეწებოდა, რომ რამენაირად დახმარებოდნენ საქართველოში სიტუაციის ასარევად და მათ ზელენსკის მიერ დაწესებული სასაცილო სანქციები გადმოუგდეს" - ნინო წილოსანი
უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ადგილობრივი აგენტურა თავიანთ პატრონებს ეხვეწებოდა, რომ რამენაირად დახმარებოდნენ საქართველოში სიტუაციის ასარევად.მისი განმარტებით, "პატრონებმა ზელენსკის მიერ დაწესებული სასაცილო სანქციები გადმოუგდეს". წილოსანის თქმითვე, "ეს იყო მცირე საჩუქარი აქაური ოპოზიციისთვის, მაგრამ ფაქტია, ამას ქართული საზოგადოება სერიოზულად ვერ აღიქვამს"."ჩვენი საზოგადოება უკვე მიეჩვია იმას, თუ როგორ მოქმედებს აქაური აგენტურა თავისი გარე პატრონების დახმარებით. ახლაც, როდესაც სურთ, რომ აქციების მუხტი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რამით გაამყარონ, თავისთავად ითხოვდნენ გარე პატრონებისგან გარკვეულ დახმარებას. გარე მატრონებმა, ზელენსკის მიერ გამოცხადებული მცირე საჩუქრით, საკმაოდ გაუგებარი სანქციებით სცადეს მათი დაკმაყოფილება. აღნიშნული სანქციები და ის სია, რომელთა მიმართაც ეს სანქციები გამოიცა, იმდენად გაუგებარი და აბსურდულია, რომ საზოგადოებს თითოეული წევრი მიხვდება, რა პირად პოლიტიკურ ინტერესს აკმაყოფილებს. რეალურად ვერ შეასრულებს იმ დატვირთვას, რისთვისაც ის იყო გამოცხადებული", - განაცხადა ნინო წილოსანმა.ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
სრულად წაიკითხეთ სტატია