აგენტურული ოპოზიციის მხრიდან 16 დეკემბერს იგეგმებოდა საქართველოში არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა მოლაპარაკებების გახსნაზე, ეს გეგმები ჩავუშალეთ და მთავარი ბერკეტი წავართვით - მამუკა მდინარაძე

Primetime.ge 3 კვირის წინ 24
აგენტურული ოპოზიციის მხრიდან 16 დეკემბერს იგეგმებოდა საქართველოში არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა მოლაპარაკებების გახსნაზე, ეს გეგმები ჩავუშალეთ და მთავარი ბერკეტი წავართვით - მამუკა მდინარაძე
16 დეკემბერს იგეგმებოდა საქართველოში არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე, მთელ გეგმებს აწყობდნენ 16 დეკემბერს, როდესაც უნდა მომხდარიყო არეულობა – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.მდინარაძის თქმით, მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით ეს გეგმები ჩაშალა.„ჩვენს ამომრჩევლებში ყველაზე აქტუალური კითხვაა, რად გინდოდათ და რაში გჭირდებოდათ ეს ამბავი. დღევანდელ დღემდე, ვიდრე ირაკლი კობახიძემ ამასთან დაკავშირებით უკვე ღიად არ ილაპარაკა, მეც გუშინ თავი შევიკავე კონორეტული თარიღის დასახელებისგან, მაგრამ სჯობს, ბოლომდე გაიხსნას კარტები. 16 დეკემბერს, როდესაც ევროსაბჭოს სხდომა იმართება, ამ 16 დეკემბერზე იყო დამოკიდებული ჩვენი აგენტურული ოპოზიციის მთლიანი გეგმები.ვერ მოგატყუებთ, რომ ევროსაბჭოდან რაიმე დეტალური ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ ინფორმაციები გვაქვს ოპონენტებისგან და 16 დეკემბერს იგეგმებოდა საქართველოში არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე. ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა შემოდგომასა და გაზაფხულზე ასეთი არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი, ვგულისხმობთ იმას, რომ წელიწადში ორჯერ ამ პერიოდის განმავლობაში იგეგმება და ტარდება ხოლმე ევროსაბჭოს სხდომა, სადაც ასეთი საკითხები განიხილება. მათი მთელი მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი.ამიტომ მათ თქვეს, რომ 300 და 400 ათასი ხმის გაყალბებას ვერავის ვაჯერებთ, მოდით, ახლა დავიშალოთ. პირველ სხდომაზე 800-მდე ადამიანი შეიკრიბა, არ გააპროტესტეს მთავრობის დამტკიცების დღე და ემზადებოდნენ, მთელ გეგმებს აწყობდნენ 16 დეკემბერს. 16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო და მას უარი უთხრა მოლაპარაკებების გახსნაზე ევროსაბჭომ და ევროკომისიამ. ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ.ეს პასუხი ჩვენს მომხრეებს, იმ მომხრეებს კითხვაზე, რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინც და მაინც ახლა, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა არ არსებობდა ჩვენს საზოგადოებაში. ისევე როგორც გამჭვირვალობის კანონის შემთხვევაში, ჩვენ ჩავუშალეთ შემოდგომის გეგმები მათ. ისინი ამ და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ცდილობდნენ ენერგიის დახარჯვას, რათა საარჩევნოდ უნდა შემოენახათ ენერგია“, – განაცხადა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია