ხელოვნურად პოლიტიკურ
ძალას ვერ შექმნი. ვერც
ოპოზიციონერ ლიდერს
გამოძერწავ. ის თავად უნდა
შეიქნას, ანახოს ხალხს
თავისი ძალა, პოლიტიკური
ხედვა და შემართება
სამშობლოსთვის, - განაცხადა
მედიასთან საუბარში
დეპუტატმა სოზარ
სუბარმა.მისივე თქმით,
ქვეყანაში პოლიტიკური
ველი მას შემდეგ შეიცვლება,
რაც ოპოზიციური პარტიები
„ნაცმოძრაობის“ ჩრდილიდან
გამოვლენ და
„ნაცმოძრაობა“, როგორც
სისტემური დანაშაულის
ჩამდენი პოლიტიკური ძალა
გასამართლდება.„ქვეყანაში,
სადაც მთავარი ოპოზიციური
პარტია - ნაციონალური
მოძრაობა და მისი
განაყოფები - უცხო ქვეყნის
აგენტურას წარმოადგენენ,
სხვა პარტიები კი, იმის
ნაცვლად, რომ ხალხს თავიანთ
ხედვებზე და პროგრამებზე
ელაპარაკონ, ამ
აგენტურასთან არიან
მიკედლებული და მათ
ჩრდილქვეშ ამჯობინებენ
ყოფნას, ხელისუფლებამ რა
უნდა ქნას? ძალად ხომ არ
შევქმნით ოპოზიციას,
რომელსაც ხალხში გავლენა
ექნება?იმ ოპოზიციურმა
პარტიებმა, რომლებიც არ
წარმოადგენენ უცხოურ
აგენტურას, უნდა შეძლონ და
კოლექტიური ნაცმოძრაობის
ჩრდილიდან თავადვე უნდა
გამოვიდნენ, მათ
გასაკეთებელს სხვა
ვერავინ გააკეთებს. სანამ
ქვეყანაში მთავარი
ოპოზიცია „ნაციონალური
მოძრაობაა“ და მასაც და
სხვა უცხო ძალის
აგენტებსაც პოლიტიკურ
დღის წესრიგს ქვეყნის
გარედან განუსაზღვრავენ,
მანამდე პოლიტიკურ ველზე
ბევრი არაფერი შეიცვლება.
ცვლილებებისთვის სივრცე
მაშინ გათავისუფლდება,
როცა გასამართლდება
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
და გზა გაუთავისუფლდება
სხვა პოლიტიკურ
პარტიებს.ბოლო დღეებში
ბევრი განცხადება გაკეთდა
უცხოეთიდან, თითქოს
ნაციონალური მოძრაობის
გასამართლებაზე ლაპარაკი
დემოკრატიის პრინციპებს
არ შეესაბამება. ამ დროს კი,
რამდენიმე დღეა, გერმანიის
ბუნდესტაგში დაიწყეს
ხელმოწერების შეგროვება
პოლიტიკური პარტიის
"ალტერნატივა
გერმანიისთვის"
საკონსტიტუციო
სასამართლოს გზით
აკრძალვის შესახებ. მათ
სურთ „ალტერნატივა
გერმანიისთვის“, როგორც
ანტისისტემური და
ანტიდემოკრატიული პარტია
აიკრძალოს. არადა, რაღაც არ
მახსენდება, რომ ამ პარტიას
გაესხვისებინოს გერმანიის
მიწების 20%, როგორც ეს
ნაციონალურმა მოძრაობამ
ჩაიდინა 2008 წელს;არ
მახსენდება, სტრასბურგის
ადამიანის უფლებათა
სასამართლოს თავის
განაჩენში ჩაეწეროს, რომ ამ
პარტიის მმართველობის
დროს ადგილი ჰქონდა
ადამიანის უფლებების
სისტემურ და სისტემატურ
დარღვევებს, რაც
„ნაცმოძრაობის“
მმართველობის პერიოდზე
დაწერა სტრასბურგის
სასამართლომ. და როცა
საუბარია სისტემურ და
სისტემატურ დანაშაულზე,
ამას ერთი პირი ვერ
შექმნიდა, აქ დამნაშავე ის
პოლიტიკური ძალაა, ვინც ეს
სისტემა შექმნა და
გამოძიებაც უნდა ჩატარდეს
არა მხოლოდ კონკრეტული
დანაშაულის ჩამდენი
ცალკეული პირების მიმართ,
არამედ მთლიანად იმ
პარტიის მიმართ, რომელმაც
დანაშაულებრივი
მმართველობის სისტემა
შექმნა და ასეთი სწორედ
„ნაციონალური
მოძრაობაა“.ხელოვნურად
პოლიტიკურ ძალას ვერ
შექმნი. ვერც ოპოზიციონერ
ლიდერს გამოძერწავ. ის
თავად უნდა შეიქნას,
გამოიძერწოს, ანახოს ხალხს
თავისი ძალა, პოლიტიკური
ხედვა და შემართება
სამშობლოსთვის.
აგენტურისგან კი,
პოლიტიკური ძალა ვერ
გამოიძერწება,“ - განაცხადა
სოზარ სუბარმა.