„აბსოლუტურად ნათელია, თუ რას ისახავს მიზნად ეს ერთობლივი ხაზი პროპაგანდისტულ ჭრილში“ - თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილის პოსტზე

Primetime.ge 2 თვის წინ 19
„აბსოლუტურად ნათელია, თუ რას ისახავს მიზნად ეს ერთობლივი ხაზი პროპაგანდისტულ ჭრილში“ - თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილის პოსტზე
უცხოური დონორების მიერ ქართული "ენჯეოების" დაფინანსების საკითხი კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში.შეფასებები კეთდება შალვა პაპუაშვილის Facebook-პოსტზეც, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ შვედი პოლიტიკოსის ინტერვიუს ნაწილი საკუთარ გვერდზე გააზიარა და თქვა, რომ რიკ ოსტონის პოზიცია უკრაინული მაიდნისკენ პირდაპირი მოწოდება და რადიკალიზმია.პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ხელისუფლების ამგვარი განცხადებები პროპაგანდისკენაა მიმართული და ნათელია, თუ რა მიზანს ემსახურება."როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი და შალვა პაპუაშვილი ერთი ხაზით უტევენ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ისევე, როგორც დასავლელი მეგობრების იმ დაფინანსებას, რომელიც სახელმწიფოთა შორის დონეზე არის გაფორმებული და ვალდებულებად აქვთ აღებული დემოკრატიული რეფორმების გატარება და თხოვნით არის მიმართვა, რომ ამაში დასავლელი პარტნიორები დაეხმარონ, ეს ერთობლივი ხაზი პროპაგანდისტულ ჭრილში ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, თუ რას ისახავს მიზნად", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია