აბესაძე: თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 27 ნოემბერს დანიშნული უფროსი გადადგა

News.ge 1 კვირა წინ 12
აბესაძე: თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 27 ნოემბერს დანიშნული უფროსი გადადგა

თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 27 ნოემბერს დანიშნული უფროსი თანამდებობიდან წავიდა. ინფორმაციას სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე ავრცელებს.
“როგორც ამბობენ, კალაძე უკმაყოფილოა მერიის თანამშრომლების აქტიურობით ე.წ. ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ და მათ შორის, ამ სააგენტოში წმენდა მოითხოვა.
თბილისის მერიის სისტემაში 30 ათასამდე თანამშრომელია, მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთ ფუნქციებს ასრულებს, ვისი გაშვებაც უბრალოდ პარალიზებას გამოიწვევს ქალაქის. დანარჩენი ე.წ. პარტიულ/ნეპოტისტური ბალასტი არც საქმეს აკეთებს და არც ხმის ამომღებია. ამიტომ მეტი სოლიდარობა ერთმანეთში, ვინც რეალურად მუშაობთ და კალაძე იძულებული იქნება თქვენი ხმა მოისმინოს, სხვა შემთხვევაში ასე ძალადობრივად ეცდება სისტემის გაწმენდას არაპარტიულად მორჩილი ხალხისგან.
თბილისის მერია, გააკეთეთ განმარტება რა ხდება მერიის სისტემაში”- ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია