XI მოწვევის პარლამენტი 13
დეკემბერს საშემოდგომო
სესიას დახურავს. როგორც
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა დღეს
გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა, ამ კვირის ბოლოს
საშემოდგომო სესია
დაიხურება, ხოლო შაბათს - 14
დეკემბერს, პარლამენტში
საარჩევნო კოლეგია
პრეზიდენტის
აირჩევს.ცნობისთვის,
პარლამენტის რეგლამენტის
მიხედვით, საშემოდგომო
სესია დეკემბრის მესამე
პარასკევს იხურება.