„ძალიან მძიმე ტალახში
გავიარე, როდესაც 2018 წელს
მათ გვერდით დავდექი...“ -
ამის შესახებ საქართველოს
პარლამენტის წევრმა,
პარტია „კანონი და
სამართლის“ ლიდერმა, თაკო
ჩარკვიანმა გადაცემა
„თავისუფალი სივრცის“
წამყვანის, ვახო
ხუზმიაშვილის კითხვის
(,,ნაციონალურ
მოძრაობასთან" გვერდში
დგომამ, თაკო ჩარკვიანი
დააზარალა თუ რეიტინგი
გაეზარდა?) პასუხად
განაცხადა.„ფინალში ჩემი
სამშობლოსთვის გადადგმული
ნაბიჯი არასდროს
დამაზარალებს.
მედასავლეთელებთან დგომამ
როგორ შეიძლება
დამაზიანოს?! მე ვდგავარ არ
პარტიულ
ადმინისტრაციასთან,
არამედ მე ვდგავარ იმ
ბრწყინვალე
ამომრჩეველთან, რომელმაც
სახელმწიფო ნავთქურებიდან
ააშენა. ამიტომ, იმ
ამომრჩეველთან ნამდვილად,
გულწრფელად ვდგავარ,
რომელსაც ჰქვია
„ნაციონალური მოძრაობის“
ამომრჩეველი“, - განაცხადა
თაკო ჩარკვიანმა.