რა თქმა უნდა, ამ კომისიას
უმნიშვნელოვანესი როლი და
ძალიან საპასუხისმგებლო
პერიოდი აქვს 2003-2012 წლამდე
რეჟიმის თანამდებობის
პირების ნამოქმედარის
გამოძიებას... ჩვენი როლი და
მისია არის, რომ
მიუკერძოებლად,
სამართლიანად იქნეს
გაცემული ყველა იმ
პასუხგაუცემელ შეკითხვაზე
პასუხი, რაც აქამდე იყო -
ამის შესახებ „2003-2012 წლებში,
მოქმედი რეჟიმისა და მისი
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელი,“ დროებითმა
წევრმა წევრმა ილია ინჯიამ
გადაცემა „ვახო
ხუზმიაშვილის თავისუფალ
სივრცეში“ განაცხადა.„2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და მისი პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
კომისიის დასკვნა ძალიან
მნიშვნელოვანია, ჩვენი
ქვეყნისთვის, ჩვენი
მომავლისთვის, იმ
ადამიანებისთვის ვინც
დღეს ქუჩაში დგას, იმ
ადამიანებისთვისაც ვინც
დღეს ოპოზიციაშია, ალბათ
იქაც არის რაღაც
რაოდენობდა ადამიანების,
რომლებმაც არ იციან ამ
დანაშაულებების
შესახებ...“, - განაცხადა
ინჯიამ.