„სააკაშვილი მიივიწყეს,
ყველა პოლიტიკურმა
ლიდერმა მიხეილ
სააკაშვილი უნდა მოიაზროს
მათ გვერდით ე.ი მე ვამბობ,
რომ ჩვენ დიდი ფრონტი უნდა
შევქმნათ არა მარტო იმ
პოლიტიკური პარტიებისა,
რომლებმაც ბარიერი
გადალახეს“ - ამის შესახებ
„ემსახურე საქართველოს“
ერთ-ერთი ლიდერმა, მურმან
დუმბაძემ გადაცემა „ვახო
ხუზმიაშვილის თავისუფალ
სივრცეში“
განაცხადა.„სააკაშვილი
არის ნომერ პირველი
პოლიტიკური პატიმარი დღეს
საქართველოში. კიდევ
ერთხელ უნდა დავუდასტურო
სააკაშვილს ჩემი
პატივისცემა. 2012 წლის
პირველ ოქტომბერს მან
გააკეთა ის, რაც არ
გაუკეთებია საქართველოში
არც ერთ პირველ პოლიტიკურ
პირს. 2012 წლის პირველ
ოქტომბერს, საღამოს 20:05
წუთზე მან აღიარა
დამარცხება და ჩვენ
წარმატებები გვისურვა...“, -
განაცხადა დუმბაძემ.