„ყველა ვარიანტში,
ოპოზიციამ გააყალბა
ეგზიტპოლები. ეს ფაქტია,
უბრალოდ. თუნდაც, რომ
ქართულ ოცნებას რომ
ჰქონოდა არჩევნები
გაყალბებული,
ეგზიტპოლებში
გამოჩნდებოდა ის შედეგები,
რაც იყო ყუთებში...“ - ამის
შესახებ „გირჩის“ ლიდერმა,
იაგო ხვიჩიამ გადაცემა
„ვახო ხუზმიაშვილის
თავისუფალ სივრცეში“
განაცხადა. „ეგზიტპოლების
გაყალბებას შინაარსი არ
გააჩნია, იქ დევს უკვე
ყუთში. შენ ეუბნები ყუთში
დევსო 42 %-ი ქოცებისო, მერე
გადათვალეს ქოცებმა
გამოვიდა 54 %-ი. შენ ხომ
ნამდვილად მოატყუე შენი
ამომრჩეველი, რადგანაც
მოატყუე, ხომ არ იტყვი
„ფორმულამ“ არჩევნები
გააყალბაო...“ - განაცხადა
იაგო ხვიჩიამ.