VIDEO: „სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი“... - მამუკა ჩარკვიანის ემოციური შესრულება, რომელმაც გადაცემის წამყვანი აატირა

Primetime.ge 2 საათი წინ 2
VIDEO: „სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი“... - მამუკა ჩარკვიანის ემოციური შესრულება, რომელმაც გადაცემის წამყვანი აატირა
მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტა ხნის წინ დამძიმდა, რის გამოც კლინიკაში იმყოფებოდა.11 წელი ეტლში გაატარა. ცხრა ოპერაციისთვის გაკეთებულმა ცხრა ნარკოზმა მეხსიერებასა და ხმაზე იმოქმედა... თუმცა ახალი სიმღერებით მაინც გაახარა მსმენელი...2023 წელს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპატიო თბილისელები დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 26 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა. მათ შორის დასახელდა მამუკა ჩარკვიანი.2022 წლის ნოემბერში, ავტორ-შემსრულებელის იუბილეზე, იუბილარმა პირდაპირ ეთერში შეასრულა კომპოზიცია „სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი“.მამუკა ჩარკვიანმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში სიმღერა ისე ემოციურად შეასრულა, რომ გადაცემის წამყვანმა, თიკა ფაცაციამ ცრემლები ვერ შეიკავა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია