„სამართლებრივად კარგად
შენიღბული ერთგვარი
აფიორაა, ეს არის
თაღლითობა...“ - ამის შესახებ
ადვოკატმა, გიგი სისვაძემ
მამუკა ხაზარაძესა და
ბადრი ჯაფარიძესთან
დაკავშირებით გადაცემა
„ვახო ხუზმიაშვილის
თავისუფალ სივრცეში“
განაცხადა. „სამართლებრივად
ეს არის ძალიან კარგად
შენიღბული სცენარი
სამართლებრივი ნორმების
საფუძველზე. თუმცა, ამ
სცენარშივე იშიფრება მათი
მზაკვრული გეგმა და
იურიდიული თაღლითობა. ეს
ერთგვარი „ტრუიკია“
სამართლებრივად, რასაც
ბიზნესში იყენებენ ე.წ
გამოუცდელ და ახალბედა
ბიზნესმენების მიმართ.
სწორედ ეს განახორციელეს.
ეს ამბავი იწყება 2014 წლიდან.
მთლიანად „ვარძიის
ტერასების“ კონცეფცია
არის გიორგი ნათენაძის
მოპოვებული და აგებული.
თვითონ სახელმწიფომ
განკარგულებით ეს ქონება
გადასცა გიორგი ნათენაძეს
საინვესტიციო პირობით.
გიორგი ნათენაძეს ჰყავდა
პარტნიორები, რომლებსაც
საფრანგეთში შეექმნათ
ფინანსური პრობლემები და
შესაბამისად, საჭირო გახდა
ახალი პარტნიორის მოძიება.
სწორედ, ამ დროს ჩდნება
ხაზარაძე, ძალიან
დაინტერესებული, დიდი
სურვილით უნდა, რომ ამაში
შევიდეს და მონაწილეობა
მიიღოს...“ - განაცხადა გიგი
სისვაძემ.