,,როდესაც არის პოლიტიკური
მიზნები და ინტერესები,
ლოგიკა, ახსნა,
სამართლიანობა მეჩვიდმეტე
ხარისხოვანი არის, უნდათ
სააკაშვილი გარეთ და
მორჩა...“ - ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა გადაცემა
„ვახო ხუზმიაშვილის
თავისუფალ სივრცეში“
განაცხადა.„გამოდის ის, რომ
პოლიტიკური ინტერესი
ოხერი რამე არის. აქ ლოგიკა,
ახსნა, სამართლიანობა, ეს
ყველაფერი როდესაც არის
პოლიტიკური მიზნები და
ინტერესები, მეჩვიდმეტე
ხარისხოვანი არის. უნდათ
სააკაშვილი გარეთ და მორჩა,
წერტილი. არ აინტერესებთ
საერთოდ არაფერი, არ
აინტერესებთ გირგვლიანის
საქმე, საერთოდ მომიყოლია
მილიონჯერ და ნული რეაქცია,
ნული ემოცია, ისინი ამ
საზოგადოების წევრი არ
არიან... სააკაშვილი არის
მათი მფარველობის ქვეშ.
წერტილი. ის უნდა იყოს
გარეთ, ამის იქით სულ
დანგრეულა მთლიანად
საქართველო, ოღონდ
სააკაშვილი იყოს გარეთ“ -
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.