„რაც შეეხება ქარტიას, ამ
დოკუმენტის შემდგენელი და
ხელმომწერები, ყველა
სამარცხვინოდ შევა
საქართველოს ისტორიაში,
როგორც ხალხი, რომელმაც
საქართველო წარმოადგინეს
„ბანანის რესპუბლიკად“...“ -
განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა, აჭარის
საზოგადოებრივი
მაუწყებლის გადაცემაში
„ვახო ხუზმიაშვილის
თავისუფალი სივრცეში“
საუბრისას.„ამ ქარტიაში
წერია, რომ ქართველ ხალხს
არ აქვს უნარი 26 ოქტომბერს
აირჩიოს საკუთარი
ხელისუფლება, მთავრობა,
რომელიც ოთხი
განმავლობაში გადაუწყვეტს
მას იმ საკითხებს, რომელიც
არის მისთვის რელევანტური:
დასაქმება, შემოსავალი,
კეთილდღეობა, ტერიტორიული
მთლიანობის საკითხები და
ა.შ. ამ ქარტიაში წერია, რომ
ქართველ ხალხს არ ჰყოფნის
ინტელექტი აირჩიოს თავისი
ხელისუფლება...“ - განაცხადა
შალვა პაპუაშვილმა.