ინტენსიური თოვის, დაბალი
ტემპერატურისა და
ლიპყინულის გამო
საავტომობილო გზებზე
შეზღუდვები დაწესდა.
საავტომობილო გზების
დეპარტამენტი გზებზე
არსებულ ვითარებასთან
დაკავშირებით ინფორმაციას
ავრცელებს.დეპარტამენტის
ცნობით:რთული
მეტეოროლოგიური პირობების
(ქარბუქი, შეზღუდული
ხილვადობა) გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის
საავტომობილო გზის კმ94-კმ110
(ფარავანის უღელტეხილი)
მონაკვეთზე, დროებით
იზღუდება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.რთული
მეტეოროლოგიური პირობების
(ინტენსიური თოვა და
ქარბუქი) გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის
საავტომობილო გზის კმ106-კმ123
(კურორტი
გოდერძი-უტყისუბანი)
მონაკვეთზე, დროებით
იზღუდება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.ნახეთ, რა ხდება
ამ წუთებში რიკოთზე ⇓