„დასკვნას შემიძლია
გითხრათ, რომ გვაქვს
სურვილი ჰქონდეს
რეკომენდაციები. ეს არ არის
ვალდებულება, მაგრამ
გვაქვს უფლება და გვაქვს
სურვილი, რომ ეს უფლება
გამოვიყენოთ, თუმცა ეს ის
ეტაპია კომისიის მუშაობის
და სწორედ ამიტომ
მოვითხოვეთ კომისიის ერთი
თვით კიდევ გაგრძელება, რომ
სწორედ რეკომენდაციების
ნაწილზე უკეთ ვიმსჯელოთ,
დასკვნის პროექტი იყოს
ისეთი რომელიც არამხოლოდ
ზოგადი შეფასებით იქნება,
შესაძლოა ინდივიდუალურ
ღონისძიებებსაც
ითვალისწინებდეს
შეთავაზების სახით, თორემ
კომისია პროკურატურას,
პრეზიდენტს თუ სხვა
კონსტიტუციით
გათვალისწინებულ
სახელმწიფო ორგანოს
ვერაფერს ვერ დაავალებს...“ -
ამის შესახებ საქართველოს
პარლამენტის წევრმა,
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
თავმჯდომარე თეა
წულუკიანმა გადაცემა
„ვახო ხუზმიაშვილის
თავისუფალ სივრცეში“
განაცხადა.