საქართველო საბავშვო
ევროვიზია 2024-ის
გამარჯვებულია. ანდრია
ფუტკარაძემ 239 ქულით
საქართველოს საბავშვო
ევროვიზიაზე მეოთხე
გამარჯვება მოუტანა. ამ
შედეგით საქართველო
კონკურსის
რეკორდსმენია.ანდრია
ფუტკარაძემ ჟიურისგან 180
ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ
ხმებით – 59
ქულა.საქართველომ 12 ქულა
მიიღო იტალიისგან,
ესტონეთისგან,
ალბანეთისგან,
სომხეთისგან,
კვიპროსისგან,
ესპანეთისგან,
ნიდერლანდებისგან, სან
მარინოსგან, უკრაინისგან,
პორტუგალიისგან,
ისლანდიისგან,
მალტასგან.ანდრია
ფუტკარაძე მაყურებლის
წინაშე სიმღერით To My Mom
წარდგა, რომელიც გიგა
კუხიანიძემ დაწერა, მასთან
ერთად ტექსტზე მაკა
დავითაიამ იმუშავა.
ვიდეორგოლი
საზოგადოებრივმა
მაუწყებელმა გადაიღო;
კოსტიუმი კი იზა
ნადარეიშვილს
ეკუთვნის.საბავშვო
ევროვიზია 2024 ესპანეთის
დედაქალაქ მადრიდში
გაიმართა, რომელშიც 17
ქვეყანა მონაწილეობდა.