საქართველოში ამერიკის
საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს
პროექტები იხურება.
არსებული ინფორმაციით,
USAID-მა დახურა "ენდიაის",
"აირაის", "ისფედისა" და
"აიეფიესის" საარჩევნო
პროექტები. ამ
ორგანიზაციებში, შტატების
ახალი ადმინისტრაციის
გადაწყვეტილების შესახებ,
ამ ეტაპზე არ
საუბრობენ.ISFED-ის ერთ-ერთი
წარმომადგენელი აცხადებს,
რომ იმ შემთხვევაში, თუკი
USAID-ის მხრიდან
დაფინანსებები სრულად
შეჩერდება, ეს რთულ
ვითარებაში ჩააგდეს
საქართველოში მესამე
სექტორს:"უცხოელი დონორები
ჩვენი მთავარი
დამფინანსებლები არიან,
რაც ქვეყნისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია. USAID-ი უკვე
ბევრი წელია საქართველოს
და ISFED-ის უმსხვილესი
დონორია. რა თქმა უნდა, USAID-ის
საქმიანობის შეწყვეტა
საქართველოსთვის და სხვა
ქვეყნებისთვის ძალიან
მტკივნეული იქნება,"-
აცხადებს "სამართლიანი
არჩევნებისა და
დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოების"
აღმასრულებელი დირექტორის
მოადგილე ლევან
ნატროშვილი.