ინჟინერიით,
ტექნოლოგიებით და
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებით
დაინტერესებული
მოსწავლეებისთვის,
საქართველოს ბანკი,
კომაროვის სკოლასთან
ერთად STEM სკოლის პროექტს
უკვე მესამე წელია
ახორციელებს.პროექტის
მიზანი ხარისხიან
განათლებაზე
ხელმისაწვდომობის ზრდა და
ახალგაზრდების მომავლის
პროფესიებით
დაინტერესებაა.იმისათვის,
რომ STEM სკოლაში სწავლა
საქართველოს მასშტაბით
მცხოვრები, თითოეული
მოსწავლისთვის
ხელმისაწვდომი გახდეს,
გაკვეთილები ონლაინ
ტარდება, რაც ახალგაზრდებს
აძლევს შესაძლებლობას,
სასწავლო პროცესს
ნებისმიერი ლოკაციიდან
დაესწრონ.ამასთან,
განათლების კიდევ უფრო
მეტი შესაძლებლობის
შესაქმნელად, საქართველოს
ბანკი ყოველწლიურად,
მისაღებ გამოცდაზე
საუკეთესო შედეგის მქონე
მოსწავლეებს STEM სკოლაში
სწავლას უფინანსებს. წელს
ბანკის სტიპენდიატი 90
მოსწავლე გახდება,
რომელთაგან 60 სრულ, 30 კი
50%-იან დაფინანსებას
მიიღებს.ამჟამად STEM სკოლაში
200 მოსწავლე საქართველოს
ბანკის სტიპენდიატია და
მათი რაოდენობა კიდევ
გაიზრდება.ინფორმაციისთვის,
ახალგაზრდების
მხარდაჭერის მიზნით,
საქართველოს ბანკის CSR
მიმართულებისთვის უკვე 5
წელზე მეტია განათლება
პრიორიტეტია. სწორედ
ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ
საგანმანათლებლო პროექტს
ახორციელებს და უჭერს
მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი
მოსწავლისთვის,
სტუდენტისა და ახალგაზრდა
პროფესიონალისთვის ქმნის
განათლების
შესაძლებლობას. ბანკის CSR
მიმართულების პორტფელი
მოიცავს ისეთ
საგანმანათლებლო
პროექტებს, როგორებიც არის:
საქართველოს ბანკის
სტიპენდიები; გიორგი
ჩახავას სახელობის
სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში,
აშშ-სა და გერმანიაში
სწავლის სრული
დაფინანსება; იდეათეკები –
საქართველოს ბანკის
ბიბლიოთეკების პროექტი;
საქართველოს ბანკისა და
კომაროვის ერთობლივი
პროექტი – STEM სკოლა;
საქართველოს ბანკის
ოლიმპიადები
მოსწავლეებისთვის: STEM
ოლიმპიადა, ეკონომიკის
ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური
განათლების ოლიმპიადა,
ევერესტი. ამასთან, საჯარო
მეტყველების კონკურსი, და
სხვა.საქართველოს ბანკის
მიერ განხორციელებული
საგანმანათლებლო
პროექტების შესახებ
დეტალური ინფორმაციის
მისაღებად ეწვიეთ
ვებგვერდს csr.bog.ge