
ტეხასში, ბოკა ჩიკას პოლიგონზე, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა Starship-ი აფეთქდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აფეთქება ძრავის ჩართვიდან 10 წუთში მოხდა, როდესაც აფრენის დამთავრებამდე 20 წამი იყო დარჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის რამდენიმე ძრავა გამოირთო, რის შემდეგაც ის აფეთქდა.
აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ რაკეტის აფეთქების გამო ფლორიდის რამდენიმე შტატში ფრენები გააუქმა, მათ შორის მაიამიში, ორლანდოში, პალმ-ბიჩზე და ფორტ-ლოდერდეილზე.
Starship-ის მერვე საცდელი აფრენა 4 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა ის ტექნიკური პრობლემის გამო 40 წამით ადრე გააუქმეს.
აღსანიშნავია, რომ NASA ილონ მასკის კომპანიის დახმარებით 2030-2040 წლებში მარსზე ადამიანის გაგზავნას და იქ სამეცნიერო კვლევების მრავალწლიანი კამპანიის დაწყებას გეგმავს.
წყარო: იმედინიუსი