ტვირთებისა და ამანათების სახმელეთო გადაზიდვების კომპანიები Silkpost-ი და World Logistics-სი ახალი წლიდან კლიენტებს განახლებულ მომსახურებას სთავაზობენ. მომხმარებლები ჩინეთიდან ტვირთებს 12-15 დღეში მიიღებენ. ,,World Logistics’’-ის გეგმებზე კომპანიის დირექტორმა ,,კომერსანტის” შემაჯამებელ ეთერში ისაუბრა. ეკა დიღმელაშვილმა აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა მათ საშუალებას აძლევს, რომ ტრანსპორტირების ვადები მაქსიმალურად შეამცირონ.
,,ჩინეთის მიმართულებით ცალსახად ლიდერები ვართ სახმელეთო გადაზიდვების, როგორც ამანათების, ასევე მოცულობითი ტვირთების გადაზიდვებით. 2025 წელს საგზაო ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ სატრანზიტო ვადები შედარებით ნაკლები იქნება. თუ ახლა 20-25 დღეში ჩამოგვაქვს, 2025 წელს 12-15 დღეში შეძლებენ ჩვენი კლიენტები პროდუქციის მიღებას. მოთხოვნიდან გამომდინარე გაიზრდება ტვირთის მოცულობები. შესაბამისად, დაემატება რეისები და ესეც თითოეულ მომხმარებელს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ტვირთი დროულად მიიღოს თავის საწყობში. გარდა ამისა, თურქეთის მიმართულებაზე მოთხოვნა არის ძალიან დიდი როგორც ამანათების, ასევე ტვირთების. ვვარაუდობთ, რომ ესეც გაორმაგდება 2025 წელს. რაც შეეხება, ჩინეთიდან თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გადაზიდვებს, ძალიან დიდი მოთხოვნაა. აქტიურად მიდის მოლაპარაკებები სატრანსპორტო კომპანიებთან. ვგეგმავთ, რომ 2025 წელს ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი სიახლეებით შემოვიდეთ ბაზარზე. ყოველთვის, Silkpost-იც და World Logistics-იც კომფორტზე არის ორიენტირებული, რათა მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი მივცეთ გადაზიდვებში.’’- განაცხადა ეკა დიღმელაშვილმა.
,,კომერსანტის” ეთერში ,,World Logistics’’-ის დირექტორმა 2024 წელიც შეაჯამა. ეკა დიღმელაშვილის განცხადებით, გასული წელი ორივე კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა. კომპანია ჩინეთში სამ საწყობს, თურქეთში კი ორს ფლობს. გადაზიდვები კი, კომპანიის საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომობილებით ხდება, რაც მომხმარებლისთვის ტვირთის მიღების პროცესს ამარტივებს. გასულ წელს კომპანიამ ტვირთების გადაზიდვა თურქეთიდან დაიწყო, რაც მომხმარებლის მოთხოვნა იყო. ტვირთების გადაზიდვა ასევე ხორციელდება ჩინეთიდან აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის მიმართულებით.
,,2024 წელი ჩვენი ორი კომპანიისთვის (Silkpost-ისთვის და World Logistics-ისთვის) საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენ ვახორციელებთ საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვებს, როგორც მოცულობითი ტვირთების, ასევე ამანათების. ამას ხელს უწყობს ის, რომ ჩვენ ჩინეთში გვაქვს საკუთარი საწყობები. (გუანჯოუში, ივუსა და პეკინში) მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, რომ მისთვის მისაღებ საწყობში მიიტანოს ტვირთები. ამის გარდა, გვყავს საკუთარი მანქანები. ჩვენი მანქანებით ვახორციელებთ გადაზიდვებს. პრიორიტეტი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის Silkpost-ისთვის და World Logistics-ისთვის არის სატრანზიტო ვადები. ჩვენს მომხმარებლებს 20-25 დღეში ვაწვდით ჩინეთიდან საქართველოში ტვირთს. დაახლოებით, 2024 წელს ჩინეთში თვეში ვამუშავებდით 1400 კუბს. ეს გამოდის 14 მანქანა თვის მანძილზე. შესაბამისად, ამ კუთხით საკმაოდ წარმატებით დავხურეთ წელი. ჩინეთის მიმართულებით ცალსახად ლიდერები ვართ, როგორც მოცულობითი ტვირთების მიმართულებით, ასევე საფოსტო ამანათების. ჩინეთის გარდა დავიწყეთ მუშაობა თურქეთზე. თურქეთზე მოთხოვნა წამოვიდა კლიენტებისგან. თურქეთში გვაქვს 2 საწყობი სტამბოლის ევროპულ და აზიურ მხარეში. ორი საწყობი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ბაზარზე შემოვიდეთ სტაბილური და კონკურენტული ფასებით. კვირაში ვტვირთავთ 2 მანქანას. ეს არის როგორც ამანათები, ასევე მოცულობითი ტვირთები. ასევე, გაჩნდა მოთხოვნა ტრანზიტულ ქვეყნებზე. ესენია აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი. ჩინეთიდან წამოღებული ტვირთები გავიტანეთ თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს იყო რამდენიმე გადაზიდვა და ამან საკმაოდ გაამართლა.”- განაცხადა ,,კომერსანტის” ეთერში ეკა დიღმელაშვილმა.