Renault-მ რეკორდული მოგების შესახებ განაცხადა

News.ge 1 დღე წინ 8
Renault-მ რეკორდული მოგების შესახებ განაცხადა

Renault-მ რეკორდული მოგების შესახებ განაცხადა
ფრანგულმა ავტომობილების მწარმოებელმა Renault-მ ხუთშაბათს გამოაცხადა ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური საოპერაციო მოგება, ხარჯების შემცირებისა და ახალი მოდელების დანერგვის წყალობით.
Renault-ის 2024 წლის საოპერაციო მოგება 3,5%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 4,3 მილიარდი ევრო (4,49 მილიარდი დოლარი) შეადგინა რითაც გადააჭარბა კომპანიის კონსენსუსის პროგნოზს 4,2 მილიარდ ევროს.
ფინანსური შედეგებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ტიერი პიეტონმა განაცხადა, რომ ავტომწარმოებლის რუსეთში დაბრუნების ალბათობა იმ ფორმატში, რომელიც გათვალისწინებული იყო 2022 წელს წასვლისას, უკიდურესად დაბალია.
Renault-მ გაყიდა ს AvtoVAZ-ის საკონტროლო აქცია 2022 წლის მაისში 6 წლის განმავლობაში გამოსყიდვის ოფციით, რაც ღიად ტოვებს დაბრუნების შესაძლებლობას.
პიეტონმა თქვა, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორ განვითარდება სიტუაცია რუსეთთან და მოიხსნება თუ არა სანქციები და აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე გადაწყვეტილების მიღება.

სრულად წაიკითხეთ სტატია