Quincy Institute: საქართველომ წარსული გამოცდილებით დაამტკიცა, რომ შეუძლია სამართლიანი არჩევნების ჩატარება

Primetime.ge 2 თვის წინ 56
Quincy Institute: საქართველომ წარსული გამოცდილებით დაამტკიცა, რომ შეუძლია სამართლიანი არჩევნების ჩატარება
საქართველომ წარსული გამოცდილებით დაამტკიცა, რომ შეუძლია სამართლიანი არჩევნების ჩატარება; მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა პატივი სცეს და მხარი დაუჭიროს არჩევნების მიუკერძოებელ, დეტალურ და ობიექტურ საერთაშორისო მონიტორინგს, ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის Quincy Institute-ის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ პოლიტიკური ხედვის დოკუმენტში.ავტორები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მოუწოდებენ, მხედველობაში მიიღონ და გაითვალისწინონ საქართველოს გარშემო შექმნილი კომპლექსური ვითარება; ასევე, თავი შეიკავონ საზოგადოებისა და პოლიტიკური პროცესების პოლარიზაციის ხელშეწყობისგან.როგორც ავტორები აღნიშნავენ, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ინდივიდუალურად ყველაზე ძლიერი პარტია „ქართული ოცნებაა“, ოპოზიცია დაყოფილია და შეთანხმებას ვერ აღწევს რამდენიმე კრიტიკულ თემაზე, მათ შორისაა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული საქმიანობის შეფასება.ავტორები აღნიშნავენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წარმოჩენა როგორც არჩევანისა დასავლეთსა და რუსეთს შორის, ზრდის რისკებს. მათ შორის არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა არჩევნების შემდეგ მასობრივი პროტესტის კიდევ ერთი ტალღა ვიხილოთ, პოლიტიკური კრიზისითა და ხელისუფლების დამხობის მცდელობებით. „აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა პატივი სცეს და მხარი დაუჭიროს არჩევნების მიუკერძოებელ, დეტალურ და ობიექტურ საერთაშორისო მონიტორინგს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.„პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყანაში მოახლოებულ არჩევნებს რეფერენდუმად წარმოაჩენს, რომელმაც საქართველოს მომავალი უნდა განსაზღვროს. საკითხის შავ-თეთრ პერსპექტივაში წარმოჩენა კარგად მუშაობს საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე. ასევე ჩანს, რომ კიდევ უკეთ მუშაობს ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებსა თუ ჟურნალისტებზე. თუმცა, საეჭვოა, რამდენად დიდ გავლენას იქონიებს საქართველოს მოსახლეობაზე მთლიანობაში,“ - ნათქვამია დოკუმენტში. ამასთან, ხაზგასმულია, რომ როგორც წარსულში, ისე ახლა დასავლეთთან დაახლოებას და ევროკავშირში გაწევრიანებას „ქართული ოცნების“ მთავრობა მხარს უჭერს, მათ შორის ბოლო დროს დასავლეთთან შექმნილი მზარდი დაძაბულობის მიუხედავად.დასავლეთმა თავი უნდა შეიკავოს ქვეყნის შიგნით დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიების შავ-თეთრ ტონებში წარმოჩენისგან და გაითავისოს, რომ სხვადასხვა მხრიდან მომდინარე გზავნილები, მათ შორის NGO-სექტორში მყოფი დაინტერესებული პირებისგან, შესაძლოა ვიწრო პირადი ინტერესებით იყოს ნაკარნახევი.„შტატებმა და ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭირონ არჩევნების მიუკერძოებელ, დეტალურ და ობიექტურ საერთაშორისო მონიტორინგს; ასევე, უნდა აიღონ ვალდებულება, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების (მათ შორის ეუთო/ოდირის) დასკვნებს აღიარებენ. არჩევნების შედეგების უარყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მიუკერძოებელი საერთაშორისო დამკვირვებლები დაადგენენ, რომ არჩევნები გაყალბდა. საქართველომ წარსული გამოცდილებით დაამტკიცა, რომ შეუძლია სამართლიანი არჩევნების ჩატარება; ასევე დაამტკიცა, რომ შეუძლია შეინარჩუნოს ახლო ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და განახორციელოს თვალსაჩინო პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. ამის გაგრძელების პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა შესაძლოა გაქრეს, თუ აშშ-მა და ევროკავშირმა უარი თქვეს საქართველოსთან ურთიერთობების დათბობაზე „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში“, - ნათქვამია დასკვნით ნაწილში.დოკუმენტის ავტორები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც იხსენებენ და აღნიშნავენ, რომ მაშინ საპარლამენტო არჩევნების გარშემო შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა, ქართული პოლიტიკის სამომავლო განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მისამართით არ წყდებოდა ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და სხვადასხვა საარჩევნო წესის დარღვევის თაობაზე, მთავარმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობით დაადასტურეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი სხვაობით მოიპოვა ხმათა უმრავლესობა.„2020-2021 წლებში, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დროს, ზოგიერთმა დასავლეთიდან დაფინანსებულმა NGO-მ წამყვანი როლი ითამაშა საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებასა და დასავლეთის დარწმუნებაში, არ ეცნოთ არჩევნების შედეგები“, - ნათქვამია დოკუმენტში. იქვე აღნიშნულია, რომ 2021 წლის აპრილში, დასავლეთიდან დაფინანსებულმა ქართულმა NGO-ებმა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს თხოვნით მიმართეს, ეიძულებინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ძალაუფლება ოპოზიციისთვის გადაენაწილებინა და ქვეყანაში რეფორმები გაეტარებინა.საქართველოს შესახებ პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაზე ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის მკვლევრებმა, ანატოლ ლივენმა, არტინ დერსიმონიანმა და ალმუტ როჩოვანსკიმ იმუშავეს. მომზადების პროცესში მკვლევართა ჯგუფი 2024 წლის ზაფხულში საქართველოში იმყოფებოდა.Quincy Institute 2019 წელს, ვაშინგტონში დაფუძნდა. ინსტიტუტის საქმიანობა დაკავშირებულია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კვლევასა და ანალიზთან. ბოლო პერიოდში ინსტიტუტი აქტიურად ინტერესდება საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებით.
სრულად წაიკითხეთ სტატია