PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი

Alia 6 დღის წინ 13
PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი

PSP ფარმაGDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებ, 2022 წლიდან უკვე საქართველოში, ფარმაცევტული პროდუქციის დისტრუტორებისთვის GDP-ს სტანდარტის დაცვა სავალდებულოა.

საკონტროლო აუდიტი განხორციელდა სახელმწიფოაკრედიტაციის მქონე GDP ინსპექტორების მიერ. უკვე მეორედ, PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობმასაკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც საქართველო მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებულ ამ საერთაშორისო მოთხოვნას შეუერთდა, PSP-ს საწყობი იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელსაც პირველივე აუდიტის შედეგადხარისხის უზრუნველყოფის დამადასტურებელისერტიფიკატი მიენიჭა.

Good Distribution Practice“ – „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე.

უკვე 30 წელია, PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე ზრუნვა და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. ამის უზრუნველსაყოფად, მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDPსტანდარტის შესაბამისობაზე მეორედ წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის კვლავ მინიჭება.

#PSP ხარისხის გარანტი

(R)

The post PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია