ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეა (PACE)
მიესალმება საქართველოს
ანტიკორუფციული ბიუროს
გადაწყვეტილებას
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველოსა“ და ეკა
გიგაურის „გაცხადებული
საარჩევნო მიზნის მქონე
სუბიექტებად“
გამოცხადების შესახებ
გადაწყვეტილების
გაუქმებას. განცხადება
სოციალურ ქსელ X-ში PACE-ს
გვერდზე არის
გამოქვეყნებული.„ევროპის
საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის საქართველოში
სადამკვირვებლო მისიის
წარმომადგენლები კლოდ
კერნი და ედიტე ესტრელა
ასევე, საარჩევნო
სადამკვირვებლო ჯგუფის
ხელმძღვანელი იულიან
ბულაი „საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველოს“, როგორც
„გაცხადებული საარჩევნო
მიზნის მქონე სუბიექტად“
გამოცხადების შესახებ
საქართველოს
ანტიკორუფციული ბიუროს
მიერ მიღებული მისივე
გადაწყვეტილების
გაუქმებას მიესალმებიან“, -
ნათქვამია
განცხადებაში.საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ ანტიკორუფციულ
ბიუროს მიმართა, გადახედოს
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველოსთან
დაკავშირებით“
გადაწყვეტილებას და
არჩევნებამდე თავი
შეიკავოს სხვა შესაბამისი
სუბიექტებისთვისაც
საარჩევნო მიზნის მქონე
ორგანიზაციის სტატუსის
შეფარდებისგან.