2024 წელი დასასრულს უახლოვდება და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ სერია A-ს საჩემპიონო რბოლაზე ილაპარაკა. Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, „სკუდეტოს“ მოგების მთავარი ფავორიტი „ინტერია“, რომლის ტრიუმფის შანსიც 65 პროცენტად ფასდება.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ჩემპიონობის შანსი 3.6 პროცენტია. Opta-ს სუპერკომპიუტერი ვარაუდობს, რომ „პარტენოპეის“ მესამე ან მეოთხე ადგილის დაკავების ყველაზე მაღალი შანსი აქვს. მესამე – 34.8%, მეოთხე – 22.1%. მეორე ადგილზე გასვლის შანსი კი 12.7 პროცენტია.
The post Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი – რომელ ადგილს დაიკავებს ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი იტალიის ჩემპიონატში appeared first on PNews.ge.