NASA-ს მავალმა მარსზე საუცხოოდ ჭრელი ქვა აღმოაჩინა

Primetime.ge 2 თვის წინ 116
NASA-ს მავალმა მარსზე საუცხოოდ ჭრელი ქვა აღმოაჩინა
NASA-ს მარსმავალმა „პერსევერანსმა“, რომელიც წითელ პლანეტაზე ეზეროს კრატერში დახეტიალობს და იქაურობას იკვლევს, განსაკუთრებით უცნაური, ჭრელი ქვა აღმოაჩინა. მეცნიერებს მარსზე მსგავსი რამ ჯერ არ უნახავთ.მარსის შესახებ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით.მავალმა ქვა 13 სექტემბერს გადაიღო, კრატერის კიდეზე ასვლისას. მარსის სხვა საინტერესო წარმონაქმნთა მსგავსად, პერსევერანსის ჯგუფმა ქვას სახელიც შეარქვა — ფრეიას ციხესიმაგრე (მწვერვალი აშშ-ში, დიდ კანიონში).ქვა არც ისე დიდია. სიგრძეში დაახლოებით 20 სანტიმეტრია. საინტერესოა მისი ზებრას მსგავსი, მუქი და ნათელი ზოლები.ფერდობზე ასვლისას, პერსევერანსმა ქვა საკუთარი კამერა Mastcam-Z-ით გადაიღო. ამ ფოტოების საფუძველზე, მეცნიერებს აქვთ რამდენიმე ვარაუდი, თუ რა შეიძლება იყოს ეს ქვა.„მისი ქიმიური შემადგენლობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ პირველადი ინტერპრეტაციებით, მისი ზოლები ვულკანურ ან/და მეტამორფოზულ პროცესებს უნდა წარმოექმნა“, — წერს აშშ-ის პერდიუს უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი ათანასიოს კლიდარასი.მისივე განცხადებით, ვინაიდან „ფრეიას ციხესიმაგრე“ ცალკეული ქვაა და მკაფიოდ განსხვავდება მის ქვეშ არსებული ქანისგან, სავარაუდოდ ის იქ სხვა ადგილიდან მოხვდა, შესაძლოა, ფერდობზე მაღლიდან ჩამოგორდა.მკვლევრებს ამ შესაძლებლობის უკეთესად შესწავლა სურთ, რადგან პერსევერანსი ახლა ფერდობზე მაღლა ადის და ვინ იცის, იქნებ სხვა ასეთ ქვასაც გადააწყდეს.ამ ეტაპზე, ამ ქვის შესახებ მეტი არაფერია ცნობილი. ეჭვგარეშეა, რომ ის უკანასკნელი უცნაური ქვა არ იქნება, რომელსაც NASA-ს მავალი გვიჩვენებს. წლის დასაწყისში, კიდევ ერთმა მავალმა Curiosity-მ გეილის კრატერში გადაუარა ქვას, რომელიც გასკდა და შიგნიდან სუფთა გოგირდი გადმოიბნა.ცოტა ხნის წინ, მარსზე ასევე შენიშნეს ერთი უცნაური ლოდი, რომელსაც Chevaya Falls-ი უწოდეს. ეს წარმონაქმნი გეპარდის მსგავსი ზოლებით გამოირჩევა და ძლიერ ჰგავს ისეთ მინერალურ მახასიათებლებს, რომლებიც ჩვენთან, დედამიწაზე დაკავშირებულია ბიოლოგიურ აქტივობასთან. დიდი ალბათობით, Chevaya Falls-ის შემთხვევაში საქმე არაბიოლოგიურ პროცესთან გვაქვს, მაგრამ მისი აღმოჩენა მაინც საინტერესოა.მომზადებულია science.nasa.gov-ის მიხედვით.
სრულად წაიკითხეთ სტატია