MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა – რა წერია პროექტში

News.ge 1 დღე წინ 8
MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა – რა წერია პროექტში

MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა.
4 იანვარს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაწერა, რომ სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვიზისთან ერთად ხელახლა წარადგინა აქტი. მისივე თქმით, მათი პირველი პრიორიტეტი იქნება „ქართული კოშმარის“ დასრულება და ის, რომ „აგრესორთა ღერძმა“ შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი“.
MEGOBARI აქტის პროექტი ასეთია:
აქტი „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მოითხოვს.
გათვალისწინებულია იმ პირების დასანქცირება, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციაში ან საქართველოს მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში.
ინიციატივა ასევე მოითხოვს სრული ანგარიშის წარდგენას საქართველოში სა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ და რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ.
უფრო კონკრეტულად, აქტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბოლო წლებში მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა ჰქონდა, რასაც მოწმობს დამოუკიდებელი შეფასებები და მიღებული ზომები.
აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება სულ უფრო მტრულადაა განწყობილი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების და ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, პარალელურად კი უფრო და უფრო აძლიერებს კავშირს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.
-ის ინტერესია საქართველოში დემოკრატიის დაცვა. მდივანმა მანამდე უნდა შეაჩეროს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც შეიქმნა 2009 წლის 9 იანვარს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით, სანამ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს ზომებს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული სურვილების წარმოსადგენად და არ შეასრულებს მის კონსტიტუციურ ვალდებულებას, წასწიოს ქვეყანა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ 30 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტის შესახებ.
ასევე, „მეგობარი აქტში“ ხაზგასმულია, რომ აშშ-ის პოლიტიკაა – მხარი დაუჭიროს საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს; გააგრძელოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში; მოუწოდოს ყველა პოლიტიკურ პარტიას და პარლამენტის არჩეულ წევრებს, გააგრძელონ მუშაობა ევროკომისიის მიერ რეკომენდებული რეფორმების შესასრულებლად, რათა განახლდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესით, რომელიც მოიცავს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას;
აშშ-ის პოლიტიკაა, გადააფასოს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა და გადახედოს საგარეო და უსაფრთხოების დახმარების ყველა ფორმას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება, თუ მთავრობა გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს – ევროკავშირში გაწევრების დღის წესრიგში რეორიენტაციისკენ; ხალხის სურვილების ამსახველი პოლიტიკის ან კანონმდებლობის წინსვლისკენ;
ასევე, მათი პოლიტიკაა, ხაზი გაუსვას საერთაშორისო ძალისხმევაში საქართველოს წვლილის მნიშვნელობას, კერძოდ, რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად, მათ შორის, რუსეთთან ვაჭრობაზე სანქციებით და საერთაშორისოდ დაწესებული სანქციების შესრულებით; ასევე გაზრდის ნაცვლად რუსეთთან ვაჭრობის შემცირებით.
აქტის მიხედვით, აშშ გააგრძელებს დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას, მათ შორის, თავისუფალი და მშვიდობიანი ს, შეკრების თავისუფლების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, თავისუფალი მედიის, გამჭვირვალე საჯარო სექტორის, კანონის უზენაესობის, ანტიკორუფციული მცდელობების და დააკისრებს პასუხისმგებლობას იმ პირებს, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი ან პირდაპირ და გააზრებულად ჩართულნი არიან ამ სტანდარტების ხელყოფაში.
დოკუმენტის მიხედვით, აშშ განაგრძობს ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, პარლამენტის არჩეულ წევრებს და სამართალდამცველებს, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, პრესას, კანონის უზენაესობას და წაახალისონ მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება.
აშშ ასევე მოწუდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკურად მოტივირებულ საფუძვლებზე დაკავებული ადამიანები და შეწყვიტოს მათ წინააღმდეგ საქმეები.
ასევე მოუწოდებს, საფუძვლიანად გამოიძიონ ყველა ბრალდება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით.
ამას გარდა, „მეგობარი აქტში“ აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც შეისწავლის რუსეთის დაზვერვის ჩარევას საქართველოში, რაც ასევე მოიცავს ჩინეთის გავლენას და რუსეთ-ჩინეთის პოტენციურ თანამშრომლობას საქართველოში.
აქტი ასევე ითვალისწინებს, რომ კანონის მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, სხვა ფედერალურ დეპარტამენტებთან კოორდინაციით, კონგრესს უნდა წარდუგინონ სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ორმხრივი კავშირის გაღრმავებას, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას; მოიცავს იმ ხერხებს, ინსტურმენტებს და ფინანსებს, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად და ასევე იმის შესაფასებლად, საქართველო უნდა დარჩეს თუ არა აშშ-ის დაფინანსების მეორე ყველაზე მსხვილ მიმღებად ევროპასა და ევრაზიის რეგიონში. ასევე მოიცავს მასშტაბის განსაზღვრას, რომლითაც აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობაში ინვესტირება უნდა გააგრძელოს; მოიცავს გეგმას, როგორ გააგრძელებს აშშ სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების მხარდაჭერას და ასევე მოიცავს განსაზღვრებას, რჩება თუ არა საქართველოს მთავრობა შტატებთან და ევროპასთან სავაჭრო კავშირების გაფართოების ერთგული და აშშ-ის მთავრობამ გააგრძელოს უნდა თუ არა საქართველოს პროექტებში ინვესტირება.
„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს საქნციებს – ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, პრეზიდენტი განსაზღვრავს, ყოველი შემდეგი უცხოელი პირი შეგნებულად ჩაერთო თუ არა კორუფციის, ძალადობის, დაშინების მნიშვნელოვან აქტებში, რამაც დაბლოკა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
სანქციების ქვეთავი იხსენიებს შემდეგ პირებს:
ნებისმიერი ადამიანი, ვინც 2014 წლის პირველი ინავრიდან მსახურობდა, როგორც პარლამენტის წევრი ან მოქმედი ან ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოს პოლიტიკური პარტიისა;
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მსახურობს როგორც ხელისუფლების ლიდერი, თანამდებობის პირი, მათ შორის, სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივ ან მუნიციპალურ ხელისუფლებაში;
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვისთვის სანქციების დაწესება შესაძლებელია იმ პირზე, რომელსაც პრეზიდენტი განსაზღვრავს, რომ არის პასუხისმგებელი, თანამონაწილე, პირდაპირ ან ირიბად ჩართული ან ცდილობდა ჩართვას ქმედებებში ან პოლიტიკაში, მათ შორის, ბრძანებას გასცემდა, აკონტროლებდა ან სხვაგვარად მართავდა იმ პროცესებს, რომელიც განიზრახავდა მშვიდობის, უსაფრთხოების, საქართველოს სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრას;
არის ან იყო ლიდერი ან თანამდებობის პირი იმ სუბიექტისა, რომელიც ან რომლის წევრებიც ჩართული იყვნენ ზემოჩამოთვლილ ქმედებებში;
ან არის უახლოესი ოჯახის წევრი სანქციების სუბიექტი პერსონის და სარგებლობდა ამ პირის ქმედებებით.
ზემოთ ჩამოთვლილი პირების უახლოესი ოჯახის წევრები, რომლებმაც ბენეფიტები მიიღეს ამ თანამდებობის პირთა ქცევისგან;
სანქციები ითვალისწინებს საკუთრების ბლოკირებას; აშშ-ში შესასვლელად ვიზების ან სხვა დოკუმენტების ვერ მიღებას; მიმდინარე ვიზების გაუქმებას;
დოკუმენტით გათვალისწინებულია, რომ ადამიანის საქნციების ქვეშ მოქცევის ან სანქციებზე უარის თქმის არგუმენტაცია პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს.
ასევე შესაძლებელია დაწესებული სანქციების შეწყვეტა, თუმცა ამის არგუმენტაციასაც პრეზიდენტი კონგრესს წარუდგენს.
ინიციატორების განცხადებით, კანონპროექტი მოლაპარაკების შედეგია პალატასა და სენატს შორის, დემოკრატიული პარტიისა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს შორის და მოსალოდნელია, რომ მალე წაიწევს წინ.
წყარო: პუბლიკა

სრულად წაიკითხეთ სტატია