"ISFED-ის განცხადებით,
პარალელური დათვლის
შედეგები ემთხვეოდა
ცენტრალური საარჩევნო
კომისიის ოფიციალურ
შედეგებს. თუმცა, ISFED-მა უარი
განაცხადა დეტალური
შედეგების
გამოქვეყნებაზე" - ამის
შესახებ განცხადება
პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე, ლევან
მახაშვილმა გააკეთა.მისი
თქმით, შედეგების
გამოქვეყნება ცენტრალური
საარჩევნო კომისიის
ოფიციალური შედეგების
დასტური იქნებოდა, რაც ISFED-ს
არ აწყობდა."ISFED-ის
განცხადებით, პარალელური
დათვლის შედეგები
ემთხვეოდა ცენტრალური
საარჩევნო კომისიის
ოფიციალურ შედეგებს. თუმცა,
ISFED-მა უარი განაცხადა
დეტალური შედეგების
გამოქვეყნებაზე. კიდევ
ერთხელ, ეს ორგანიზაცია
მანიპულირებს ამ
შედეგებით და ამ შედეგების
გამოქვეყნება იქნებოდა
დასტური ცენტრალური
საარჩევნო კომისიის
ოფიციალური შედეგების, რაც
არ აწყობდათ ამ ძალებს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ
დასკვნის თითოეული
ინფორმაცია იყოს საჯარო,
მინიმუმ შესწავლის საგანი
და თუ პროკურატურამ
სავარაუდოდ, არჩევნების
ე.წ. გაყალბების საქმესთან
დაკავშირებით თუ
გამოითხოვა, მე მხოლოდ
მივესალმები," - აცხადებს
ლევან
მახაშვილი.ცნობისთვის,
"სამართლიანმა არჩევნებმა"
საქართველოს გენერალური
პროკურატურისგან წერილი
მიიღო, რომლითაც უწყება
ითხოვს 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნებზე
ხმების პარალელური
დათვლისა და დათვლის
შედეგად მიღებული
დასკვნების ამსახველი
სრული დოკუმენტაციის
გაგზავნას. ორგანიზაციის
ინფორმაციით, პროკურატურა
დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნების
სავარაუდო გაყალბების
საქმეზე მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში. ISFED
წერს, რომ უწყებას
შესაბამის დოკუმენტაციას
გაუგზავნის.