ჩვენი ტერიტორიის ასი ჰექტარი დროებით, მაგრამ დაიკარგა, ამას სჭირდება ახსნა, ჩორჩანასთან დაკავშირებით დაველოდებით განმარტებებს, ყველა საკითხი უნდა იყოს შესწავლილი - ანრი ოხანაშვილი

Primetime.ge 6 საათი წინ 8
ჩვენი ტერიტორიის ასი ჰექტარი დროებით, მაგრამ დაიკარგა, ამას სჭირდება ახსნა, ჩორჩანასთან დაკავშირებით დაველოდებით განმარტებებს, ყველა საკითხი უნდა იყოს შესწავლილი - ანრი ოხანაშვილი
ჩვენი ტერიტორიის ასი ჰექტარი დროებით, მაგრამ დაიკარგა და ამას სჭირდება ახსნა, შესაბამისად, დაველოდებით, მოვისმენთ საგამოძიებო კომისიის წინაშე რა განმარტებები გაკეთდება, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.ოხანაშვილის თქმით, ასევე, გიორგი გახარიას ქმედებები არ იყო შეთანხმებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.„ჩორჩანასთან დაკავშირებით არის ორი მოცემულობა, საგამოძიებო კომისიის წინაშე არის დაბარებული კონკრეტული პირი და ფაქტია, რომ ის არ გამოცხადდა საგამოძიებო კომისიის წინაშე, რა ახსნა აქვს ამას, ეს საგამოძიებო კომისიის შესაფასებელია. ვნახოთ, რა არგუმენტი ექნება. ფაქტი რაც არის ვიცით, ჩვენი ტერიტორიის ასი ჰექტარი დროებით, მაგრამ დაიკარგა და ამას სჭირდება ახსნა. შესაბამისად, დაველოდებით, მოვისმენთ საგამოძიებო კომისიის წინაშე რა განმარტებები გაკეთდება, თუ იქნება არგუმენტები. ვისთან მიმართებაშიც არ უნდა იყოს შეკითხვები, უნდა გასცე პასუხები. ფაქტი არის, რომ ჩემი ინფორმაციით, ის არ იყოს კოორდინირებული იმ პასუხისმგებელ უწყებასთან, რომელსაც პირდაპირ ევალება ე.წ. საოკუპაციო ხაზთან კონკრეტულ საკითხებზე მუშაობა. ეს გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველაფერი განხორციელდა ამ უწყების გვერდის ავლით, ეს არის ფაქტი და მეც გიდასტურებთ ამას. ყველა სხვა საკითხი უნდა იყოს შესწავლილი. არ იქნება სწორი, წინსწრებად გავაკეთო შეფასებები. დაიკარგა ასი ჰექტარი, ეს არის ფაქტი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია