
კომპანია Apple-მა iPhone-ის ახალი, ბიუჯეტური ტელეფონი iPhone 16e-ი წარმოადგინა, რომელიც iPhone 16-ის ხაზის მეტად ხელმისაწვდომი დანამატი იქნება. ტელეფონი Apple Intelligence ფუნქციით არის აღჭურვილი. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
iPhone 16e iPhone SE-ს ცვლის, რომელიც ბოლოს 2022 წელს გამოვიდა და კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული ბიუჯეტური მოდელი იყო. აშშ-ში, iPhone 16e-ის ფასი $599-დან იწყება. სტანდარტული iPhone 16-ის ღირებულება 800 დოლარია. რაც შეეხება iPhone SE-ის, მისი ფასი 430 დოლარს შეადგენდა.
ახალ ტელეფონს Apple-ის საკუთარი ფიჭური მოდემის ჩიპი აქვს – სახელწოდებით C1, რომელიც ტელეფონის ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებს ამუშავებს. ხელსაწყოებს შეუძლიათ ტექსტისა და აუდიოს შეჯამება, ახალი ემოციების შექმნა და Apple-ის ვირტუალური ასისტენტის, Siri-ს მუშაობის გამრავალფეროვნება. Apple-ს ახალ ტელეფონს უკეთესი ელემენტი და კამერა აქვს, ვიდრე SE მოდელს ჰქონდა.
iPhone 16e-ის წინასწარი შეკვეთები პარასკევს დაიწყო, პირველი მომხმარებლები ტელეფონის მიღებას 28 თებერვალს შეძლებენ.
წყარო: რუსთავი 2