„IMEX-ის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია-სასტუმრო ჰუალინგი

Primetime.ge 2 კვირის წინ 25
„IMEX-ის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია-სასტუმრო ჰუალინგი
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.Imex Frankfurt 2025-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანია მონაწილეობს.„IMEX ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებითსაქმიანი ტურიზმის კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა.  MICE ტურიზმი ჩვენი სასტუმროსთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სეგმენტია და ძალიან მიხარია,რომ შეხვედრები შედგა უცხოურ კომპანიებთან,  სადაც ბიზნესმენები, ე.წ. ბაიერები და ვიზიტორები მონაწილეობდნენ“-განაცხადა სასტუმრო ჰუალინგის წარმომადგენელმა ნინო ასათიანმა.Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია