Google Translate-ის ახალი ფუნქცია ენის სწავლაში დაგეხმარებათ

Primetime.ge 8 საათი წინ 8
Google Translate-ის ახალი ფუნქცია ენის სწავლაში დაგეხმარებათ
Duolingo-სთან გაჩაღებული კონკურენცია ღირსეულად რომ დაძლიოს, Google Translate ახალ ფუნქციებს ამატებს. მათ შორის შეხვდებით AI-ით გაძლიერებულ ექსპერიმენტულ ფუნქციას, რომელიც ახალი ენების შესწავლაში დაგეხმარებათ და ხელსაწყოებს, რომლებიც რეალურ დროში განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე ადამიანთან კომუნიკაციას გაგიმარტივებთ. ენის სწავლის ფუნქცია დამწყებებსაც გამოადგებათ და იმ პირებსაც, რომლებსაც კონკრეტული ენის პროფესიონალურ დონეზე დაუფლება სურთ. ხოლო უკვე მცოდნე პირებს, ახალი ფუნქციით ლექსიკის გამრავალფეროვნებას ჰპირდებიან. ამას მოსმენისა და საუბრისთვის განკუთვნილი პრაქტიკული სესიებით აპირებენ, რაც, რა თქმა უნდა, მომხმარებლის დონისა და სასწავლო მიზნების შესაბამისი იქნება. აღსანიშნავია, რომ Duolingo მომხმარებლებს თითქმის 40 ენაზე დაუფლების შესაძლებლობას სთავაზობს.  ფუნქციაზე წვდომის მისაღებად Google Translate-ის აპლიკაციაში Practice უნდა აირჩიოთ, შემდგომ კი თქვენი ცოდნის დონე და მიზნები განსაზღვროთ. სწორედ ამ ეტაპების გავლის შემდგომ შეძლებს გუგლი გამოცდილების პერსონალიზებას.აღსანიშნავია, რომ ფუნქციაზე წვდომა ბეტა რეჟიმში უკვე აქვთ როგორც ანდროიდის, ისე iOS-ის მომხმარებლებს. რაც შეეხება ენებს, ინგლისურენოვან პირებს უკვე შეუძლიათ ფრანგულისა და ესპანურის სწავლა, ხოლო ესპანურ, ფრანგულ და პორტუგალიურ ენებზე მოსაუბრე მომხმარებლებს ინგლისურის.რეალურ დროში განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე ადამიანებთან კომუნიკაციისთვის გამიზნულ ფუნქციაზე კი გვეუბნებიან, რომ, „AI მოდელები ახლა უფრო გაამარტივებს ლაივში საუბრებს 70-ზე მეტ ენაზე, არაბულის, ფრანგულის, კორეულის, ჰინდის, ტამილურისა და ესპანურის ჩათვლით“. ხოლო წვდომას აპლიკაციაში Live translate-ზე გადასვლით მიიღებთ — უნდა აირჩიოთ ენა, რომელზეც თქვენი სიტყვების თარგმნა გსურთ, შემდგომ კი მოისმენთ თარგმანს, საუბრის ტრანსკრიფციასთან ერთად, ორივე ენაზე.   აღსანიშნავია, რომ ამ ფუნქციით პაუზების, აქცენტებისა და ინტონაციების დადგენაც ხდება, რაც საუბარს მეტად ბუნებრივს ხდის. ამ ყველაფერს კი AI-სა და მანქანურ სწავლებას უნდა ვუმადლოდეთ, რომლებიც, თავის მხრივ, ენობრივი ბარიერების დაძლევაში გვეხმარება.ლაივში საუბრების თარგმნის ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია ამერიკაში, ინდოეთსა და მექსიკაში, თუმცა უნდა ვიმედოვნოთ, რომ გლობალურადაც მალე ჩაეშვება.
სრულად წაიკითხეთ სტატია