FT: ისრაელი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების უკმარისობას განიცდის

Primetime.ge 2 თვის წინ 60
FT: ისრაელი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების უკმარისობას განიცდის
ისრაელი ირანის შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადება, თუმცა მას ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების საკმარისი რაოდენობა არ გააჩნია. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.„ისრაელს ტყვია-წამლის სერიოზული პრობლემა აქვს. თუ ირანი ისრაელის თავდასხმას უპასუხებს, და ამაში „ჰეზბოლაც“ ჩაერთვება, ებრაული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გადაიტვირთება. აშშ-ს აღარ შეუძლია უკრაინას და ისრაელს იგივე სისწრაფით მიაწოდოს იარაღი“, - ციტირებს გამოცემა ამერიკის ყოფილ სამხედრო ჩინოვნიკს დანა სტროულს.ისრაელის სახელმწიფო კონცერნის „ისრაელის საავიაციო მრეწველობა“, -ის გენერალურმა დირექტორმა ბოაზ ლევიმ განაცხადა, რომ მისი საწარმო სამ ცვლაში მუშაობს, ხოლო ზოგი ხაზი - 24 საათი, რათა წარმოების საჭირო მოცულობას მიაღწიოს.„არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ჩვენ მარაგების შევსება გვჭირდება“, - თქვა ლევიმ.პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათი უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.
სრულად წაიკითხეთ სტატია