5 აპრილს, საქართველოში
პირველად, EV Exposition –
ელექტრომობილების
გამოფენა გაიმართება. ეს
იქნება პლატფორმა, სადაც
ელექტრომობილების
ინდუსტრიის წამყვანი
წარმომადგენლები,
ბრენდები და
მომხმარებლები
გაერთიანდებიან მომავლის
ტრანსპორტის გასაცნობად.EV
Exposition-ის ორგანიზატორია EV NEWS –
პირველი ქართული
საინფორმაციო პლატფორმა,
რომელიც მიზნად ისახავს
ელექტრომობილების
პოპულარიზაციასა და
ცნობიერების ამაღლებას.●
პირველად საქართველოში –
ფართო საზოგადოებას
ექნება შესაძლებლობა
უშუალოდ გაეცნოს
სხვადასხვა
ელექტრომობილის მოდელს,
მათი მახასიათებლების,
უპირატესობებისა და
ეკოლოგიური სარგებლის
შესახებ.● პირდაპირი
კავშირი მომხმარებელთან –
ეს არის უნიკალური
შესაძლებლობა, სადაც
პოტენციური მყიდველები
უშუალოდ მიიღებენ
ინფორმაციას და გაიგებენ
დეტალებს სხვადასხვა
მოდელის
შესახებ.● ბრენდისა და
მოდელის ცნობადობის ზრდა –
გამოფენაში მონაწილეობას
მიიღებს საქართველოში
მოქმედი ელექტრომობილების
20-მდე პროვაიდერი. ისინი
წარადგენენ უახლეს
მოდელებსა და ინოვაციურ
ტექნოლოგიებს.EV Exposition-ს აქვს
სამი მთავარი
მიზანი:1. ელექტრომობილების
ინდუსტრიის განვითარება
საქართველოში – ბაზრის
ხელშეწყობა და
ზრდა.2. ცნობიერების
ამაღლება –
ელექტრომობილების შესახებ
ინფორმაციის გავრცელება
და ეკომეგობრული
ტრანსპორტის
მხარდაჭერა.3. ინოვაციის
წახალისება – თანამედროვე
ტექნოლოგიებისა და
ინოვაციური მიდგომების
პოპულარიზაცია.Email:
t.khurtsidze@adgeeks.geTel: 598130913