ComCom-ის საერთაშორისო
ურთიერთობების სამსახურის
წარმომადგენელმა, მზია
გოგილაშვილმა,
ტელეკომუნიკაციის
საერთაშორისო კავშირის (ITU)
მიერ ბუდაპეშტში გამართულ
ევროპის რეგიონული
განვითარების ფორუმსა და
მსოფლიო
ტელეკომუნიკაციების
განვითარების
კონფერენციის (WTDC)
წინამოსამზადებელ
რეგიონულ შეხვედრაში (RDF&RPM)
მიიღო მონაწილეობა. იგი
შეხვედრებში ComCom-ის გარდა,
აღმოსავლეთ პარტნიორობის
ელექტრონული
კომუნიკაციების
მარეგულირებელთა ქსელსაც
(EaPeReg) წარმოადგენდა.ფორუმზე
უნივერსალური
დაკავშირებადობის კუთხით,
ინფრასტრუქტურის
განვითარებისთვის
ურთიერთთანამშრომლობის
ხელშეწყობის შესახებ
გაიმართა პანელური
დისკუსია, სადაც მზია
გოგილაშვილმა
საქართველოსა და
აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნების უახლეს
მიღწევებზე, ITU-ს, EaPeReg-სა და
EMERG-ს (ხმელთაშუა ზღვისა და
ევროპის ელექტრონული
კომუნიკაციების
მარეგულირებელთა ჯგუფი)
შორის 2023-2024 წლებში
განხორციელებულ სამმხრივ
თანამშრომლობასა და
ერთობლივ სამომავლო
გეგმებზე ისაუბრა. ფორუმში,
რომლის ძირითად თემას
უნივერსალური
დაკავშირებადობა
წარმოადგენდა, ITU-ს ევროპის
რეგიონის წევრი ქვეყნების
ადმინისტრაციებისა და
მარეგულირებლების
წარმომადგენლები
მონაწილეობდნენ.WTDC-ის
წინამოსამზადებელი
რეგიონული შეხვედრის
ფარგლებში კი,
კომუნიკაციების კომისიამ,
საქართველოს სახელით,
ქვეყანაში ფართოზოლოვანი
ციფრული რუკის სისტემების
განვითარების
უზრუნველსაყოფად, ITU-ს
ხელშეწყობის თაობაზე
წინადადება წარადგინა.
ამასთან, ევროპის რეგიონის
წევრი ქვეყნების
სამომავლო მიზნებსა და
საჭიროებებზე დაყრდნობით,
მომზადდა დოკუმენტი,
რომელიც ITU-ს ევროპის ოფისის
მომდევნო 4 წლის სამოქმედო
გეგმას დაედება
საფუძვლად.ინფორმაციას
ComCom-ი ავრცელებს.