საფრანგეთის დედაქალაქ
პარიზში მომავალ კვირას
ევროპული ქვეყნებისა და
კანადის ლიდერების
მონაწილეობით მორიგი
სამიტი გაიმართება, სადაც
უკრაინის საკითხზე
იმსჯელებენ. ინფორმაციას
Bloomberg-ი ავრცელებს.სააგენტოს
ცნობით, ევროკავშირის
ქვეყნებიდან სამიტზე
საფრანგეთის გარდა
იქნებიან გერმანია, იტალია
და პოლონეთი. მოსალოდნელია,
რომ ღონისძიებას დიდი
ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრი, კირ
სტარმერიც
შეუერთდეს.როგორც Bloomberg-ი
იუწყება, კიევის ევროპელ
მოკავშირეებს სამშვიდობო
პროცესთან შეერთება სურთ
მას შემდეგ, რაც აშშ-მა და
რუსეთმა უკრაინაში
კონფლიქტის დასრულებაზე
საუბარი დაიწყეს.