საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია
ჩინეთში, შანხაიში,
ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025
მონაწილეობს. გამოფენაზე
30-მდე სახელმწიფო
ორგანიზაცია და კერძო
კომპანიაა წარდგენილი.
გამოფენის მნიშვნელობაზე
საუბრობს სასტუმრო Best Western Premier
Batumi-ს წარმომადგენელი თამარ
მაზიაშვილი, - ინფორმაციას
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია
ავრცელებს.„ძალიან
მნიშვნელოვანია ჩინური
ტურისტული ბაზარი
საქართველოსთვის, იმიტომ
რომ სწრაფად მზარდი
ბაზარია. ჩვენი
ქვეყნისადმი თანდათანობით
ჩინელების დაინტერესება
ძალიან იზრდება, რაც რა
თქმა უნდა ძალიან
გვახარებს. კარგი იქნება თუ
გაიზრდება ავიარეისების
რაოდენობა“, - განაცხადა
თამარ მაზიაშვილი.ITB CHINA 2025
ჩინეთის ქალაქ შანხაიში
სამი დღის განმავლობაში
მომდინარეობს და მას
მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან
1500-ზე მეტი კომპანია და
ორგანიზაცია ესწრება