BAG - გამოკითხულ კომპანიათა 64% მომავალ 6 თვეში ლარის კურსის ცვლილებას არ ელის

Primetime.ge 2 თვის წინ 75
BAG - გამოკითხულ კომპანიათა 64% მომავალ 6 თვეში ლარის კურსის ცვლილებას არ ელის
2024 წლის III კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა (64%) არ ელის მომავალი 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილებას, იმ კომპანიების წილი კი, რომლებიც გაუფასურებას ელიან 28%-ია, ხოლო მათი, ვინც გამყარებას ვარაუდობს - 8%. ამის შესახებ BAG ინდექსის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის II კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა (40 პროცენტული პუნქტით) იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი აქვთ. ამასთან, 2024 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 41 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელიან.ცნობისთვის, 2024 წლის III კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: სპეციალისტების ნაკლებობა, სამუშაო ძალის ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დაასრულა BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა, რომლის შედეგების თანახმად, 2024 წლის III კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 19.3 ქულით გაუმჯობესდა და 44.8 ქულა შეადგინა.BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია