დაჯავშნის საერთაშორისო
პლატფორმის Airbnb-ის ახალი
მონაცემებით, 2025 წლის
იანვარში, საქართველოში,
პლატფორმაზე
რეგისტრირებული
განთავსების ობიექტების
დატვირთვის კოეფიციენტი
გაიზარდა, - აღნიშნულია
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაში.მათივე
განცხადებით, Airbnb-ის
მონაცემებით, იანვარში,
მთელი ქვეყნის მასშტაბით,
დატვირთვის მაჩვენებელი
36%-ს შეადგენს, ზრდა წინა
წელთან შედარებით 2.8%-ით
მეტია, საერთაშორისო
პლატფორმის კვლევით
თბილისის დატვირთვის
მაჩვენებელი 38%-ია, ზრდა
წინა წელთან შედარებით
6.4%-ით მეტია.2025 წლის იანვრის
თვის მონაცემებით,
საქართველოში Airbnb-ის
პლატფორმაზე
რეგისტრირებულია 11,291
განთავსების ობიექტი,
აქედან თბილისში 5,167.