8 წლის განმავლობაში, არც ერთი ბიუჯეტისთვის მხარი არ დაუჭერიათ, არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს პასუხისმგებლობა არ აუღიათ - გიორგი ტყემალაძე ოპოზიციაზე

Primetime.ge 3 კვირის წინ 37
8 წლის განმავლობაში, არც ერთი ბიუჯეტისთვის მხარი არ დაუჭერიათ, არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს პასუხისმგებლობა არ აუღიათ - გიორგი ტყემალაძე ოპოზიციაზე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე ოპოზიციის მიერ ბოიკოტის ნიშნად თბილისის საკრებულოს სხდომაზე არ დასწრებას ეხმაურება. როგორც ტყემალაძე ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციას არც ერთი ბიუჯეტისთვის მხარი არ დაუჭერია."დედაქალაქის მერს უკავშირდება ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენი ქალაქის განვითარება. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვართ ამ პროცესის მონაწილეები. ამის შანსი ჰქონდათ ასევე ოპოზიციონერ კოლეგებს, მაგრამ წელს კი არა, 8 წლის განმავლობაში, არც ერთი ბიუჯეტისთვის მათ არასდროს მხარი არ დაუჭერიათ. არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს მათ არ აუღიათ პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი და ისინი კვლავ აგრძელებენ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას", - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.თბილისის საკრებულოში კახა კალაძეს მოუსმინეს. დედაქალაქის მერმა დეპუტატებს წლიურ ანგარიში გააცნო.
სრულად წაიკითხეთ სტატია