როგორი ამინდი იქნება
საქართველოში დეკემბერში? -
ამის შესახებ
„პრაიმტაიმთან“გარემოს
ჰიდრომეტეოროლოგიური
პროგნოზების სამმართველოს
უფროსი, სვეტლანა ნიორაძე
საუბრობს.„დასავლეთ და
აღმოსავლეთ საქართველოში
ველოდებით საშუალო
ტემპერატურას +1 გრადუსით
მაღალს. ნალექი დასავლეთ
საქართველოში ნორმის
ფარგლებში და მასზე მეტია
მოსალოდნელი, ხოლო
აღმოსავლეთ საქართველოში
ნორმის ფარგლებში.
დეკემბერში ყველანაირი
ნალექი შესაძლოა
ვიხილოთ.დასავლეთ
საქართველოს დაბლობში
ცალკეულ დღეებში შესაძლოა
+19 გრადუსამდე მოიმატოს
ტემპერატურამ, დღის
მაქსიმალური ტემპერატურა.
აღმოსავლეთ საქართველოს
ბარში +16 გრადუსამდე. ღამით
კოლხეთის დაბლობზე
შესაძლოა ცალკეულ დღეებში
ტემპერატურა -5 გრადუსამდე
დაეცეს. აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში, შიდა
ქართლში -13 გრადუსამდე
შესაძლოა დაეცეს, ხოლო
ქვემო ქართლში -8
გრადუსამდე“, - გვითხრა
სვეტლანა ნიორაძემ.