7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია - ინფორმაცია მშობლებისთვის

Primetime.ge 4 საათი წინ 2
7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია - ინფორმაცია მშობლებისთვის
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მშობლებს აფრთხილებს და სოციალურ ქსელში წერს, რა ზიანის მოტანა შეუძლიათ ტრანსცხიმებს ბავშვბისთვის. „ტრანსცხიმები — ფარული საფრთხე ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობისთვის!თქვენ იცით, რომ ზოგიერთ ნამცხვარსა და “კარაქის” შემცვლელში ისეთი ნივთიერებებია, რაც ბავშვების გულს, ტვინსა და ორგანიზმს პირდაპირ აზიანებს?ესენია ტრანსცხიმები — ხელოვნურად მიღებული ცხიმები, რომლებიც: ზრდიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, აქვეითებენ მეხსიერებას, უწყობენ ხელს სიმსუქნესა და დიაბეტის განვითარებას, შეიძლება ზემოქმედებდეს ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე.სად გვხვდება ტრანსცხიმები?მარგარინები და სპრედები;იაფფასიანი ფენოვანი ცომის ნამცხვრები;შოკოლადოვანი ვაფლები და ფენიანი ტკბილეული;სწრაფი კვება – დონატი, ფრი, ბურგერი;გაყინული ნახევარფაბრიკატები (პიცა, ბლინები);ჩიფსები და თხელი ორცხობილები;ბავშვებისთვის კი ტრანსცხიმები საერთოდ არ არის რეკომენდებული!საქართველოს კანონით 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებში ტრანსცხიმები აკრძალულია.როცა პროდუქტს ყიდულობთ — შეამოწმეთ ეტიკეტი! თუ წერია „ჰიდროგენიზებული ზეთი“ მოარიდეთ თქვენს შვილს. ბავშვებს სჭირდებათ ნატურალური, არა ინდუსტრიული ენერგია!“, - წერს ირაკლი არაბული. 
სრულად წაიკითხეთ სტატია