2024 წელს საქართველოში 43 971
ადამიანი გარდაიცვალა, რაც
1 215 ერთეულით (2.8%) მეტია 2023
წლის მაჩვენებელზე. ამის
შესახებ მონაცემებს
სტატისტიკის ეროვნული
სამსახური აქვყენებს.6
მიზეზი, რის გამოც
საქართველოში ყველაზე
მეტი ადამიანი იღუპება
სისხლის მიმოქცევის
სისტემის ავადმყოფობები - 18
159 ადამიანი; კლინიკური და
ლაბორატორიული
გამოკვლევებით
გამოვლენილი სიმპტომები,
ნიშნები და გადახრები
ნორმიდან, რომლებიც არ არის
შეტანილი სხვა რუბრიკებში -
9 558 ადამიანი; სიმსივნეები - 5
720 ადამიანი; სასუნთქი
სისტემის ავადმყოფობები - 3
641 ადამიანი; ტრავმები,
მოწამვლები და გარეგანი
მიზეზების ზემოქმედების
ზოგიერთი სხვა შედეგი - 1 826
ადამიანი; საჭმლის
მომნელებელი სისტემის
ავადმყოფობები - 1 307
ადამიანი.