მოდელი ლიკა შენგელია
"იმედის დილაში" თავის
მოვლაზე, მრავალშვილიან
ოჯახსა და შვილიშვილებზე
საუბრობს:,,ვცდილობ
ჯანსაღად ვიკვებო. დღეში
3-4-ჯერ მივირთმევ, ცილებს და
ბოსტნეულს ვიღებ. ტკბილს
ვერიდები. შვილიშვილების
მიმართ განსხვავებული
გრძნობა არ მაქვს - ყველა
შვილივითაა. პირველი
შვილიშვილი რომ
შემეძინა,მაშინ ჩემი
უმცროსი შვილი 1 წლის იყო.
არასდროს მიფიქრია, რომ 5
შვილის დედა ვიქნებოდი.
ახლახან მეოთხე
შვილიშვილი შემეძინა." -
ამბობს ლიკა
შენგელია. ლიკა შენგელიას
ქალიშვილი, ქეთი ასევე
მრავალშვილიანი დედაა - ის
მეუღლესთან, ბიზნესმენ
თოშა ქებურიასთან ერთად
სამ შვილს, ბუბას,
კატერინასა და ლიანას
ზრდის. ლიკა შენგელია
აქტიური ცხოვრების წესით
გამოირჩევა. ძალიან ხშირად
მოგზაურობს საზღვარგარეთ
შვილებთან და
შვილიშვილებთან ერთად.