3 მარტი „დედის დღედ“
ქვეყნის პირველი
პრეზიდენტის - ზვიად
გამსახურდიას ინიციატივით
დაწესდა. 3 მარტი
დღესასწაულად
იმჟამინდელმა უზენაესმა
საბჭომ 1991 წელს გამოაცხადა.
„დედის დღეს“ ქალთა
საერთაშორისო დღე უნდა
ჩაენაცვლებინა, რომელსაც
საბჭოთა კავშირში
აღნიშნავდნენ. თუმცა,
საბოლოოდ საქართველოში
დღესასწაულებად
გამოცხადდა როგორც :დედის
დღე" - 3 მარტი, ისე ქალთა
საერთაშორისო დღე - 8 მარტი.