შემოწმებული 300 000
აბონენტიდან 28 000
შემთხვევაში
მომხმარებელთან ბუნებრივი
აირის დანადგარი ჩაიხსნა. 28
ათას აბონენტს სახლში
ჰქონდა ე.წ. მკვლელი
დანადგარი, - ამის შესახებ
ენერგოომბუდსმენის
მოვალეობის შემსრულებელმა
ნინო გულეიშვილმა
პრესკონფერენციაზე
განაცხადა.ნინო
გულეიშვილის თქმით,
პოტენციური საშიშროება
არსებობდა, რომ ე.წ. მკვლელ
აპარატს დიდი ზიანი
მიეყენებინა
მომხმარებლისთვის.„სოკარ
ჯორჯია გაზმა" გადაამოწმა 300
ათასამდე აბონენტი, ამ 300
ათასი აბონენტიდან 28 000
შემთხვევაში მომხმარებელს
ბუნებრივი აირის
დანადგარი ჩაეხსნა. 28 ათას
აბონენტს სახლში ჰქონდა
ე.წ. მკვლელი დანადგარი.
გვქონდა პოტენციური
საშიშროება, რომ ამ
დანადგარს ძალიან დიდი
ზიანი მიეყენებინა
მომხმარებლისთვის. ამას
დამატებით, 6 ათას
აბონენტთან გვქონდა ისეთი
ვითარება, როდესაც
შეუწყდათ ბუნებრივი აირის
მიწოდება. გადავამოწმეთ, თუ
ვინ იყვნენ ეს აბონენტები.
კომპანიების განმარტებით,
დანადგარის ჩახსნის
მიუხედავად, ისევ დაგხვდათ
დამონტაჟებული, რის გამოც
შეუწყდათ გაზის მიწოდება.
ზოგ შემთხვევაში კი
მომხმარებელმა მოაწესრიგა
დანადგარი", - აღნიშნა
გულეიშვილმა „მედიაცენტრ
მთავარში".