ზუგდიდში „ქართული
ოცნების“ საარჩევნო
კამპანიის რეგიონულ
ღონისძიებას საქართველოს
პარლამენტის ყოფილი წევრი
და ამჟამად ,,ქართული
ოცნების“ ჩხოროწყუს
საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელი - ჯუმბერ
იზორია
გამოეხმაურა.იზორიას
განცხადებით, სამეგრელომ
აჩვენა რომ ,,ქართული
ოცნების“ რეიტინგი ძალიან
მაღალია. მისი თქმით,
სამეგრელომ ყველაზე
კარგად იცის მშვიდობის,
სტაბილურობისა და ქართული
ოცნების ფასი, სწორედ,
ქართული ოცნების
ხელისუფლებაში მოსვლის
შემდეგ დაიწყო
სამეგრელოში მშვიდობა,
სტაბილურობა და
განვითარება.„სამეგრელო 26
ოქტომბერს გააკეთებს სწორ
არჩევანს და დაუფასებს
ბიძინა ივანიშვილს იმ დიდ
ამაგს, რომელიც მას
სამეგრელოზე და სრულიად
საქართველოზე გააჩნია,
ოქტომბერი ჩვენი თვეა,
ქართველი ხალხის
გამარჯვების თვეა, ჩვენი
სუვერენიტეტის, ისტორიის,
კულტურის, რწმენის და
ტრადიციების დაცვის თვეა.
დარწმუნებული ვარ, 26
ოქტომბერს „ქართული
ოცნება“ ქართველ ხალხთან
ერთად გაიმარჯვებს, სიკეთე
კიდევ ერთხელ დაამარცხებს
ბოროტებას, სამეგრელო კი
თავის გადამწყვეტ სიტყვას
იტყვის საპარლამენტო
არჩევნებში“, - განაცხადა
ჯუმბერ იზორიამ.