26 ოქტომბერს აჭარის
უმაღლესი საბჭოს
არჩევნები იმართება.
არჩევნებში მონაწილეობას
317.119 ამომრჩეველი მიიღებს.
საარჩევნო უბნების
რაოდენობაა 317.
ელექტრონულად არჩევნები
წარიმართება 251 უბანზე
(ამომრჩეველთა რაოდენობა
301.290—95.01% ), ტრადიციული
მეთოდით 66 უბანზე
(ამომრჩეველთა რაოდენობა
15.829—4.99% ). ადაპტირებული
მეთოდით დაახლოებით 114
უბანზე.უმაღლესი საბჭო
შედგება აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე
რეგისტრირებული საარჩევნო
უფლების მქონე
საქართველოს მოქალაქეების
მიერ საყოველთაო,
თავისუფალი, თანასწორი და
პირდაპირი საარჩევნო
უფლების საფუძველზე
ფარული კენჭისყრით 4 წლის
ვადით პროპორციული
სისტემით არჩეული 21
დეპუტატისაგან.აჭარის
უმაღლესი საბჭოს
არჩევნებში მონაწილეობას 11
პარტია მიიღებს:1.
„ტრიბუნა“ N21;2. „ქართული
ოცნება” N41;3. „გახარია
საქართველოსთვის“ N25;4.
„გირჩი“ N36;5. „ჩვენი
გაერთიანებული
საქართველო“ N12;6. „კოალიცია
ცვლილებისთვის გვარამია
მელია გირჩი დროა“ N4;7.
„ერთიანობა-ნაციონალური
მოძრაობა“ №5;8. „ევროპელი
დემოკრატები“ N6;9. „ძლიერი
საქართველო-ლელო,
ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის!“ N9;10.
„საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი“ N8;11. „თავისუფალი
საქართველო“ N20.