26 მაისს სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს - სამხედრო ტექნიკა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინება

Primetime.ge 2 კვირის წინ 24
26 მაისს სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს - სამხედრო ტექნიკა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინება
მზადება 26 მაისისთვის აქტიურ ფაზაშია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო კომპონენტი ცერემონიის მთავარი ნაწილია.სამხედრო ტექნიკა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინება. წელს ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხებიან. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართება.ღონისძიების ოფიციალურ ნაწილთან ერთად, დაგეგმილია გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. ამ მხრივ თბილისში დატვირთული იქნება ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები.ქვეყნის მასშტაბით მოეწყობა ტრადიციული ეროვნული პავილიონები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
სრულად წაიკითხეთ სტატია